16:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 15:14:30, 1441 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა ხორცსა და სისხლს აზიარა თავისი მოწაფეები

სამების საკათედრო ტაძარში, დიდი ხუთშაბათის დღესთან დაკავშირებით წირვა და ფეხთბანვის წესი შესრულდა.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.

"დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როდესაც უფალმა აზიარა “ხორცსა და სისხლსა თვისსა” თავისი მოწაფეები. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს არის ის დღე, როდესაც უფალმა დაბანა “ფეხი მოწაფეთა თვისთა და უჩვენა სიმდაბლე თვისი”.

მე მახსენდება ჩემი კურთხევა ამ დღეს, მე მაკურთხეს დიაკონად და ეს იყო რაღაც უჩვეულო სულიერი ზეიმი. მაკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, დღეს თითქმის ყველანი ვეზიარეთ “წმიდათა საიდუმლოთა ხორცისა და სისხლისა”. ღმერთმა ინებოს, რომ საკურნებლად იყოს სულისა და ხორცისა ჩვენთვის", - განაცხადა პატრიარქმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics