16:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 14:38:08, 1165 ნახვა

საზოგადოება
2017 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულება სოფლად ფერმერული საქმიანობის გაჯანსაღება იყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინა.

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საქართველოს სოფლის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულება სოფლად ფერმერული საქმიანობის გაჯანსაღება იყო.

აღნიშნული მიმართულებით სამოქმედო გეგის შესრულების ნაწილში მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება ახალი საწარმოების აშენება-გადაიარაღების, აგროდაზღვევის, მრავალწლიანი ინტენსიური ბაღებისა და ჩაის პლანტაციების გაშენების, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის, კოოპერატიული მეურნეობების მხარდაჭერისა და აგრო-სასურსათო ღონისძიებებში მონაწილოების საკითხებზე გაამახვილა.

გარემოს დაცვის ნაწილში ნოდარ კერესელიძემ ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ წყლის, ტყის და სხვა რესურსების მდგრადი მართვის, ტყის მდგრადი განვითარების მიზნით ტყეების კატეგორიზაციის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებებით შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის, იუსტიციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენელმა პირებმა წარმოადგინეს.

ყურადღება გამახვილდა სოფლად საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სოფლად წყალმომარაგების სისტემების აშენება/რეაბილიტაციის,  ტურისტული ბილიკების მოწყობის, იუსტიციის სახლების მშენებლობის, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის, რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის და სხვა საკითხებზე.

ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად შეაფასა და მომავალში სოფლის განვითარების ინსტიტუციური მოწყობის პროექტის ფარგლებშიც მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics