22:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 12:56:24, 1528 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: ყველა შესაბამისი სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს ტრაგედიის შესახებ ობიექტური პასუხის მისაღებად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა.

 მისი თქმით, ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს ტრაგედიის მიზეზის დასადგენად და მომხდარის შესახებ ობიექტური პასუხის მისაღებად:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ესუდიდესი ტრაგედია და დანაკლისია არამარტო მათი ოჯახებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის. სამძიმარს ვუცხადებ და ვიზიარებგარდაცვლილთა ოჯახის წევრების და მეგობრების მწუხარებას. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს ტრაგედიის მიზეზის დასადგენად და მომხდარის შესახებ ობიექტური პასუხის მისაღებად",-ნათქვამია დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებაში.

ამ დროისთვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა," (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. დაშავებული სამი ადამიანი კი გადაყვანილია  ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics