|
2018-04-04 15:40:54, 1074 ნახვა
საზოგადოება
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე პირველ მუსიკალურ ფესტივალს იწყებს
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე პირველ მუსიკალურ ფესტივალს იწყებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელზეც მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად დეტალებზე ისაუბრეს. ფესტივალის მიზანია ხელი შეეწყოს ახალ თაობაში სახელოვნებო დარგების და კერძოდ, სასიმღერო ხელოვნების განვითარებას, მუსიკალური რეპერტუარის მუდმივ განახლებას, ქართული სასიმღერო ნაწარმოებების შექმნას და თანამედროვე ქართული სიმღერის პოპულარიზაციას. გარდა ამისა, ფესტივალის იდეაა თანამედროვე კომპოზიტორებისა და პოეტების მოზიდვა ახალი საბავშვო სიმღერების შესაქმნელად, რადგან ტრადიციულად, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუსიკალური კოლექტივებისათვის ყოველთვის იქმნებოდა თანადროული საბავშვო და ახალგაზრდული მუსიკალური ნაწარმოებები. „იმედი მაქვს, რომ შემოგვიერთდება ძალიან ბევრი კომპოზიტორი და პოეტი, რომლებიც შექმნიან ახალ, ქართულ საბავშვო რეპერტუარს, რადგან დღესდღეობით ძალიან მწირია ეს რეპერტუარი. ვიმედოვნებ, რომ ის, რაც ახლა შეიქმნება, მომავალ თაობებს დარჩება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. სასახლის პირველი მუსიკალური ფესტივალის ფინალი - გალა კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოება შემოდგომაზე გაიმართება. მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობის მსურველებისათვის საბუთების მიღება დაიწყებულია. განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუსიკალური ფესტივალი 2018 წელს პირველად ჩატარდება და ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
(NS)
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)