15:19 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 13:53:28, 1331 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან პირებს მისაღები გამოცდების რუსულ ენაზე ჩაბარების შესაძლებლობა ექნებათ

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან პირებს, რომლებსაც ქართულ ენაში კომპეტენციის გამო  უჭირთ მისაღებ გამოცდაზე გასვლა, შესაძლებლობა ექნებათ, საგნები  რუსულ ენაზე, ხოლო მშობლიური ენა  აფხაზურ და ოსურ ენაზე ჩააბარონ.

აღნიშნულს ახალი სამშვიდობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გულისხმობს.

საკანონმდებლო ინიციატივით გათვალსიწინებული სიახლეები მედიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორიბის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააცნო.

„რამდენიმე გზა არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ან პროფესიულ სასწავლებლებში  მოხვდნენ პირები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან. იცით, რომ დღესაც ძალიან  ბევრი აბიტურიენტი აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სახელმწიფოს აქვს სპეციალური კვოტა და ამ კვოტის  ფარგლებში  გათვალისწინებულია სახელმწიფო  გრანტი, რაც აუცილებლად დარჩება და გაგრძელდება მომავალშიც. იმ აბიტურიენტებს,  რომლებსაც ქართულ ენაში კომპეტენციის გამო  უჭირთ მისაღებ გამოცდაზე გასვლა,  შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  საგნები ჩააბარონ  რუსულ ენაზე, ხოლო მშობლიური ენა ჩააბარონ  აფხაზურ და ოსურ ენაზე. ესეც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეღავათია“,-განაცხადა ქეთევან ციხეკლაშვიმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics