|
2018-04-04 12:03:40, 1311 ნახვა
საზოგადოება
მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ
განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ, მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით, ერთობლივად შემუშავებულ ახალი საკანონმდებლო ინიციატივას, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გარკვეული ზომების გატარებას ითვალისწინებს. ასევე გულისხმობს მანდატურის ინსტიტუტის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდას. პროექტის თანახმად, სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეო კამერების დამონტაჟება. ასევე, იცვლება მანდატურის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები: „პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შსს-ს და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა რისკ ჯგუფების უკეთ იდენტიფირებას. სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეო კამერების დამონტაჟება.ასევე ამ ცვლილების შედეგად, მანდატურის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები იცვლება. კერძოდ, ახალი მოთხოვნების თანახმად, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ზოგად განათლებასთან ერთად, პროფესიული, ან უმაღლესი განათლება. უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის ასაკის. მანდატურის მოსამზადებელი კურსების პროგრამაში სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის ინფორმაციითვე, განათლების მინსიტრი დაამტკიცებს უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს. სამომავლოდ, აკრძალული ნივთის არმოსაჩენად, მოსწავლეების მეტალოდეტექტორით დათვალიერება მოხდება: „ პირადი გასინჯვა იცვლება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას, აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად.პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს და სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსაწავლიას მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსაწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)