14:31 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 14:04:59, 1640 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა სწავლება გაიარეს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლობა ევროკომისიის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების საერთაშორისო საველე სწავლებიდან დაბრუნდა. ოპერაციებში ცენტრის ორი პარამედიკოსი და ექიმი მონაწილეობდა. წვრთნები სამოქალაქო თავდაცვის სხვადასხვა სფეროში მიმდინარეობდა.

სცენარის მიხედვით, ჯგუფები წყალდიდობის, მიწისძვრისა და მეწყერის ჩამოწოლისას გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მაგალითებს აჩვენებდნენ. საწვრთნელი მოდულის მიხედვით, კოორდინირებული მუშაობის ნიმუშებს სამი სახის საძიებო, სამაშველო და სამედიცინო ერთეულები წარმოადგენდნენ. 

საველე სწავლება ბულგარეთში 20-დან 23 მარტამდე მიმდინარეობდა. საქართველოს წარმომადგენლები სიმულაციურ წვრთნაში სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიანი მექანიზმის მონაწილე ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდნენ. 

მიწვეული ქვეყნის სტატუსით საერთაშორისო სწავლებაზე საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პირველად წარსდგა. 

სამოქალაქო თავდაცვის სფეროში წვრთნები ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება და მსგავს სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების სამსახურების მზადყოფნის შეფასებას, ასევე, კადრების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებას  და ერთობლივი ოპერაციების დროს სხვა ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას ისახავს მიზნად.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics