23:17 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 16:08:58, 2139 ნახვა

მსოფლიო
The Sun - სერგეი სკრიპალს საწამლავი სავარაუდოდ, წიწიბურაში ჩაუყარეს

ნივთიერება, რომლის საშუალებითაც რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი მოწამლეს, შესაძლოა, შვილის, იულიას მიერ მიცემულ საჩუქრებში ყოფილიყო.

The Sun-ის ცნობით, სკრიპალმა შვილს რუსეთიდან წიწიბურას, დაფნის ფოთლის და სუნელების გამოეგზავნა სთხოვა. თუმცა, იულია სკრიპალს წიწიბურის ჩატანა დაავიწყდა და ამის გაკეთება სთხოვა ქალს, რომელიც დიდ ბრიტანეთში სხვა რეისით ჩაფრინდა.

პოლიციამ უკვე დაკითხა იულიას მეგობარი. დეტალები უცნობია. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მომწამლავი ნივთიერება "ნოვიჩოკი" სწორედ წიწიბურაში იყო.

შეგახსენებთ, რომ სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან აძევებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics