13:48 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 19:10:07, 1922 ნახვა

საზოგადოება
TDI და EMC: სომხურ ეკლესიაზე უკანონო სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

TDI და EMC  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

„ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის #38-ში მდებარე სომხურ ისტორიულ  ეკლესიაზე, რომელიც სახელმწიფომ 2017 წლის 28 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის გარეშე დაურეგისტრირა საკუთრებაში, დღეს უკანონო ფიზიკური ზემოქმედება მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას და საფრთხეს უქმნის მისი ისტორიული, კონფესიური და არქიტექტურული მახასიათებლების შენარჩუნებას.

2018 წლის 26 მარტს გადაღებული ფოტოები ცხადყოფს, რომ ძეგლის ის მდგომარეობა, რომელიც მისი საპატრიარქოსათვის გადაცემისას იყო, შეცვლილია და იგი არსებითად დაზიანებულია. კერძოდ, ჩამოშლილია ფრონტონი (შენობის ფასადის ნაწილი), მოსწორებულია ეკლესიის კედლები რომელიც ადრე, ბუნებრივი ცვეთის პირობებში, უსწორმასწორო იყო“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics