04:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 15:59:45, 2472 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებასთან დაკავშირებით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიცილაური წერილით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა და საქართველოს მხარდამჭერი აქტისა და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების შესახებ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

"იმ ვითარებაში, როდესაც დღეს რუსული რევიზიონიზმი გადადის ახალი - ცივი ომის დინამიკის ფაზაში, როდესაც უპრეცენდენტოდ კონსოლიდირებულია დასავლეთი და ცივილური სამყარო, რომელსაც საქართველო ბუნებრივად არის მიერთებული ამ პროცესს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გააზრება, რომ საქართველო, როგორც რეგიონული, ისე ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, საკვანძო ადგილია.

შესაბამისად, ასეთი ინიციატივის განხორციელება როგორიც საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებაა,  ძალიან დროული და ადეკვატური პასუხი იქნება ამ გაზრდილ გამოწვევებზე", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივა ევროპული და ამერიკული ვიზიტების ფარგლებში, კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრებისას გააჟღერა და მისმა ინიციატივამ ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა.

თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატმა გააგრძელა კონსულტაციები საქართველოს მხარდამჭერებთან, მათ შორის სენატორებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან. აღნიშნულ ინიციატივაზე შედგა ზეპირი კომუნიკაცია პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics