21:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 13:55:27, 2401 ნახვა

მსოფლიო
Russia Today ქალაქ ვაშინგტონში მაუწყებლობას წყვეტს

რუსული ტელეკომპანია Russia Today  ქალაქ ვაშინგტონში მაუწყებლობას წყვეტს, -  ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება  ვირჯინიის შტატში ორი ციფრული სადგურის WNVT-ისა და WNVC-ის მაუწყებლობის შეწყვეტას უკავშირდება. ეს სადგურები ახორციელებდნენ რამდენიმე უცხოური არხის ტრანსლირებას, მათ შორის RT-ს. სადგურების მფლობელმა სიხშირეები ერთი წლის წინ აუქციონზე გაყიდა.

არხის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა კი აღნიშნა, რომ სამაუწყებლო ქსელებისადმი წვდომის უქონლობის მიუხედავად, არხი ვაშინგტონში სხვა პლატფორმებზე გააგრძელებს მუშაობას.

ტელეკომპანია ვაშინგტონში მაუწყებლობას 1 აპრილიდან შეწყვეტს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics