04:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 12:42:03, 2542 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ სუს-ში მასალები წარადგინა, რომელიც პარტიის ინფორმაციით, ალავიძის კორუფციულ საქმიანობას შეეხება

„ევროპულმა საქართველომ“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მასალები წარადგინა, რომელიც  პარტიის წევრის ირაკლი კეკნეველიძის განცხადებით,  გზების დეპარტამენტში გამოვლენილ კორუფციულ სქემებს შეეხება.

კიკნაველიძის თქმით, მინისტრმა ალავიძემ მხოლოდ თანამდებობის დატოვებით არ უნდა აგოს პასუხი და ამ საქმით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს:

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივაწოდეთ ის მასალა, რომელიც შეეხება საქართველოს ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრის კორუფციულ საქმიანობას. მასალები შეეხება კონკრეტულ ერთ მიმართულებას, ეს არის გზების დეპარტამენტი, სადაც ერთი ჯგუფი ადამიანების, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი ალავიძე იყო ერთი ხელით გასცემდა ტენდერებს კომპანიებზე, რომელსაც გზები უნდა დაეგო, მეორე ხელით კი იმ კომპანიებზე, რომლებსაც ხარისხი უნდა შეემოწმებინათ და შემდეგ აი ამ კორუფციული სქემის წარმომადგენლები თავად დასაქმდნენ როგორც დამგეგმავ, ისე შემმოწმებელ კომპანიებში. თუ რამე არის კორუფცია, ზუსტად ესაა და ბატონმა ალავიძემ უბრალოდ თანამდებობის დაკარგვით კი არ უნდა აგოს პასუხი, არამედ სისხლის სამმართლებრივად. იმედია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიჩენს ინტერესს და გამოიძიებს ამ საქმეს“, - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  ალავიძე საჯარო სამსახურიდან საკუთარი სურვილით წავიდა და კერძო სექტორს უბრუნდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი ინიშნება.

 ზურაბ ალავიძეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი  2016 წლის ნოემბრიდან ეკავა.

შეგახსენებთ, გუშინ „ექსპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროში ანტიკორუფციული სააგენტო შევიდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საგენტოს მუშაობის შედეგად, სერიოზული დარღვევებია გამოვლენილი. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ  ფლობენ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ არც მინისტრის გადადგომის შესახებ  ჰქონდათ ინფორმაცია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics