03:22 - 10 May, 2026
|
2018-03-29 17:29:51, 1967 ნახვა
პოლიტიკა
საოკუპაციო რეჟიმი: ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიები გამოიყენა, რომ სამხრეთ ოსეთი ტატუნაშვილის სიკვდილში დაედანაშაულებინა
ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიები იმისათვის გამოიყენა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დაედანაშაულებინა, - ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლების განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. განცხადების თანახმად, უსაფრთხოების საკითხების განხილვისას ქართული მხარე შეეცადა ტატუნაშვილის სიკვდილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ „დემაგოგიური ბრალდებებისთვის“ გამოეყენებინა. „სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ არგუმენტირებული პოზიცია წარადგინა ამ ბრალდებების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მიუღებელია ტატუნაშვილის სიკვდილის გამოყენება უხეში პოლიტიკური პროვოკაციებისთვის, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)