01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 11:39:00, 1508 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ბანგკოკში ტაილანდელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების მინისტრს, გრისადა ბუნრახს შეხვდა.

ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებულ პოტენციალზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ სფეროში მიღწევებზე ისაუბრა და ხაზგასმით  აღნიშნა, რომ ტაილანდის სამეფოსთან, როგორც რეგიონის წამყვან ქვეყანასთან, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების  გაღრმავება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

როგორც ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოცდილების გაზიარება გარემოს დაცვის მიმართულებით, მათ შორის, ტყისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის კუთხით.

ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების მინისტრის განცხადებით, მისთვის ცნობილია ქართული ღვინის მაღალი ხარისხის შესახებ. მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს ქართული პროდუქციის  ტაილანდის სამეფოში პოპულარიზაციას.

ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ლევან დავითაშვილთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში, ბანგლადეშში, ტაილანდის სამეფოსა და შრი-ლანკაში არჩილ ძულიაშვილი ესწრებოდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics