21:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 11:29:06, 1940 ნახვა

მსოფლიო
ვენესუელაში ციხის ბუნტს 68 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელას ქალაქ ვალენსიაში პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ამბოხსა და ხანძარს მსხვერპლი მოყვა.

BBC-ის ცნობით, მომხდარს, 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში ხანძარი პატიმრებმა გააჩინეს, მათ ცეცხლი მატრასებს წაუკიდეს. ამ გზით ისინი გაქცევას ცდილობდნენ. 

პოლიციამ განყოფილების სიახლოვეს შეკრებილი პატიმრების ახლობლები ცრემლმდენი გაზით დაშალა. ისინი პოლიციის შენობასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც ხანძრის შესახებ გაიგეს.

ქალაქის გენერალური პროკურორის განცხადებით,  საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ დაიწყება და მომხდარის მიზეზს მალე დაადგენენ.

კარაბობოს შტატში გლოვა გამოაცხადეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics