03:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 15:16:16, 1358 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია გენგეგმაზე: მინდა მოვუწოდო ქალაქის მერს, რომ მოახერხოს და გადადოს გვერდზე თავისი ემოციები

"ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია თბილისის მერს მოუწოდებს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ემოციები გვერდზე გადადოს.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ქალაქის გენგეგმა პარტიული დოკუმენტი არ არის და ის მთლიანად ქალაქს ეკუთვნის.

"გენგეგმის მიხედვით გავლენა იქნება მთლიანად ყველა მოქალაქეზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ მსჯელობა თუ რა ტიპის გენგეგმა გვექნება. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც უკვე "ქართული ოცნების" ქალაქის მმართველობის პერიოდში დაიხარჯა მილიონობით ლარი, რომელზეც ბუნებრივია არსებობს დიდი მოლოდინი თუ რაში დავხარჯეთ ეს თანხა და რა არის ამის შედეგი. რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, ეს იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევა. არაპროფესიონალური, მიზანმიმართული გამოლანძღვა გენგეგმის ჯგუფის, ანუ მერიის კონტრაქტორის, პირდაპირ გასალანძღად შეკრებილი საჯარო შეხვედრა, სადაც ყველანაირი არგუმენტების გარეშე მოხდა ამ ჯგუფის გაშავება იმისთვის, რომ კახი კალაძემ ეს გეგმა არ მიიღოს. ეს არის არაკეთილსინდისიერი მიდგომა იმიტომ, რომ განხილვა ამ თემაზე უნდა იყოს, მაგრამ გადაბრალება ვიღაცაზე და თან დაუსაბუთებლად არის არასამართლიანი და არასწორი. ძალიან ცუდია და სამწუხაროა, რომ ქალაქის მერმა პირველივე საჯარო შეხვედრაზე, სადაც ოპოზიცია გამოვიდა კრიტიკული შენიშვნით პირდაპირ ძალადობას მიმართა, გამაწყვეტინეს სიტყვა, გაიქაჩა მეორე ოპოზიციონერის მიმართ, ანუ წამომწყები აქ უშუალოდ იყო მერი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაბლოკოს განსხვავებული აზრი. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ის ატმოსფერო, სადაც ჩვენ შევძლებთ ქალაქისთვის რაიმე სასარგებლო შედეგის მოტანას. მინდა მოვუწოდო ქალაქის მერს, რომ მოახერხოს, გადადოს გვერდზე თავისი ემოციები და ნუ დათესავს ისეთ ატმოსფეროს, როდესაც იკეტება თავის კარში და განსხვავებულ აზრს არ უსმენს. როგორ შეიძლება არ დასვა კითხვა სად წავიდა 2 მილიონზე მეტი და რა ბედი ელის გენგეგმას, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ შეურაცხყოფებს და დახურულ შეხვედრებს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics