|
2018-03-28 13:06:02, 1574 ნახვა
პოლიტიკა
დონდუა: რუსეთი ცდილობს, თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამ კონფლიქტში არაფერი ესაქმება
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით დონდუას განცხადებით, ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ტექსტი ქართული მხარის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და რუსეთი პასუხისმგებლობას აიღებს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რუსეთი ცდილობს თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს ის არსებული კონფლიქტის მონაწილე არ არის. "ჟენევის მოლაპარაკების მხარეები არიან საქართველო, რუსეთი, აშშ და ამ ყველაფერს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები. რუსეთი თავიდანვე ცდილობს, ისე წარმოაჩინოს თავი, თითქოს, მას ამ კონფლიქტში არაფერი ესაქმება, ის არის მომრიგებელი და ეს კონფლიქტი არის ქართველებსა და აფხაზებსა და ქართველებსა და ოსებს შორის. ყველა კონფლიქტში, ყველა პრობლემაში რუსეთი ცდილობს, თავისი ასე წარმოადგინოს“,- განაცხადა დავით დონდუამ. ცნობისთვის, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მეორე დღეა გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)