|
2018-03-28 12:50:50, 2100 ნახვა
მსოფლიო
ჯეიმს მატისი: სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება
რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნმა, ჯეიმს მატისმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა ევროპაში ქიმიური ნივთიერება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოიყენა. „კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ წინაშე დადგა, არის აშკარა, რომ რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში პირველად გამოიყენა ქიმიური იარაღი, რომელი მასობრივი განადგურებისთვის გამოიყენება“,- განაცხადა მატისმა. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, სკრიპალის მოწამვლის ფაქტს „დაუფიქრებელი ქმედება“ უწოდა. მატისის თქმით, იმის სანაცვლოდ, რომ მეგობრული ურთერთობა შეენარჩუნებინა ნატოსა და ევროკავშირთან, მოსკოვმა კონფრონტაციის გზა აირჩია. ამასთან, მატისმა რუსი დიპლომატების გაძევება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდა. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)