|
2018-03-28 09:37:49, 2349 ნახვა
საზოგადოება
უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 1 წელიწადში, ევროკავშირის/შენგენის ზონაში 258 663 ვიზიტი განხორციელდა
ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1 წლის განმავლობაში, საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ ევროკავშირის/შენგენის ზონაში 258 663 ვიზიტი განახორციელა, ხოლო 1001 ადამიანს გადაკვეთაზე უარი ეთქვა საზღვრის. ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო. 2013 წელს ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები, რის შემდეგაც, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა. 2017 წლის 28 მარტს, უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ამავე დღეს ევროპაში უვიზოდ პირველი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრა. იგი ათენში სტუდენტებთან, ჟურნალისტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანას მოიცავს. წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს. რაც შეეხება შენგენის ზონაში დარჩენის ხანგრძლივობას - უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. უფრო კონკრეტულად კი, მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ. მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით. ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს უნდა მიმართონ. ამასთან, საქართველოს მოქალაქეს 90 დღიან პერიოდში შენგენის ტერიტორიაზე მრავალჯერადი შესვლა შეუძლია, თუმცა საჭიროა ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში. რაც შეეხება საბუთებს, საქართველოს მოქალაქეებს მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი დასჭირდებათ, რომლის მოქმედების ვადა არ უდნა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის. ევროკავშირის/შენგენის ზონაში ბიომეტრიული პასპორტის გარეშე უვიზოდ შესვლა შეუძლებელია. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიულ პასპორტს მოსთხოვენ და მგზავრობის მიზნით დაინტერესდებიან. უფრო კონკრეტულად კი, მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა შეიძლება შემდეგი სახის საბუთები მოგთხოვოთ: ტურიზმი და დასვენება:
მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.
ნათესავების, მეგობრების მონახულება
მკურნალობა
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ვალდებულებებს შენგენის ტერიტორიაზე ყოფნისას, მათ შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული შესვლისა და ყოფნის წესები, ადგილობრივი კანონმდებლობა, საავტომობილო მოძრაობის წესები და საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დაიცვან. ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დეპორტაციას (გაძევება)დაექვემდებარება ან/და ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რასაც ყოველთვის მოსდევს 5 წლამდე პერიოდით ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავარღვევთ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს:
ცნობისთვის, შენგენის/ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე:
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)