2015-05-20 13:17:10, 332 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა, ჩვენ 6 თვეში გავაკეთეთ
„რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა, ჩვენ 6 თვეში გავაკეთეთ“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, საქართველოს მიერ აღნიშნული გეგმის შესრულებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
„დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური დეკლარაციის ბოლო ვერსიაა, არის ძალიან იმედისმომცემი. განწყობა ძალიან პოზიტიურია. ჩვენ ველოდებით, რომ დასკვნა, ბუნებრივია, ვერ იქნება იმისგან განსხვავებული, რაც იყო ანგარიოში, რომელიც გამოქვეყნდა ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების შესახებ, რომელმაც ყველას მოლოდინს გადააჭარბა. ის, რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა, ჩვენ 6 თვეში გავაკეთეთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან