14:05 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 15:54:07, 1794 ნახვა

სამართალი
შსს უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის კრიმინალიზაციას გეგმავს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, ევროპელი  პარტნიორების  მთავარი პრობლემა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაა.

„მარტის დასაწყისში გერმანიის დელეგაცია იმყოფებოდა საქართველოში. გვქონდა შევხედრები, სადაც ცალსახად აღინიშნა, რომ კრიმინალური საქმიანობა ქართველების მიერ ჩადენილი, რა თქმა უნდა, არის გერმანიაში, მაგრამ არ არის ახალი პრობლემა, არის წლების განმავლობაში, და ისინი ამას კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას არ უკავშირებენ. მთავარი  წუხილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების დღეს არის თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა, რომელზეც ისინი მოგვიწოდებენ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ და ჩვენც აღვუთქვით მზაობა, რომ ყველანაირად შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ნინო ჯავახაძის თქმით, შსს აპირებს,  სისხლის სამართლის კოდექსში დააინიციროს ცვლილებები, რომელიც მოახდენს უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის კრიმინალიზაციას.

„დღეს სისხლის სამართლის კოდექსში არის პირიქით,  საქართველოში შემოყვანა უკანონო გზით  კრიმინალიზებული. იყო გარკვეული წუხილები, რომ რაღაც დანაშაულებრივი ჯგუფები ცდილობენ ადამიანების მოტყუებით გაყვანას ევროკავშირში, იქ პირდებიან თავშესაფარს, დასაქმებას და ა.შ.“,-აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics