20:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 11:19:16, 1754 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო, ამდენი ადამიანი დავკარგეთ

სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელსაც 64 ადამიანი ემსხვერპლა, რუსეთის ქალაქ კემეროვოში პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა.

მან ხანძრის მიზეზად დანაშაულებრივი გულგრილობა და გაუფრთხილებლობა დაასახელა.

„ეს რა ხდება, ეს ხომ საომარი მოქმედებები ან მაღაროზე მეთანის ამოფრქვევა არ არის. ადამიანები ბავშვებით დასასვენებლად მივიდნენ. ჩვენ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რის გამო დავკარგეთ ამდენი ადამიანი? ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბასტრიკინს მოუწოდა, ადეკვატურად  შეაფასოს იმ თანამდებობის პირების ქმედებები,  რომელთა გამოც ასეთი ტრაგედია მოხდა.

„ფულის გარეშე ვერც ერთ ცნობას ვერ მიიღებ, ფულის სანაცვლოდ კი ყველაფერს აწერენ ხელს“, - აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, კემეროვოს ცენტრალურ მოედანზე, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას და ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.

პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია.

კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics