|
2018-03-26 18:19:46, 1752 ნახვა
საზოგადოება
ხვალ, ეროვნულ არქივში „პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევის" პრეზინტაცია ჩატარდება
27 მარტს, 15:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტის - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა" - მონაწილე სტუდენტები კვლევის შედეგებს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დაგეგმილ პრეზენტაციაზე წარმოადგენენ. კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საკუთარი კვლევის მიმართულებით საარქივო მასალის ელექტრონულ ასლებსა და ორიგინალებზე მუშაობდნენ. ეროვნული არქივის სტუდენტურ კვლევით პროექტში სამი სტუდენტი მონაწილეობდა: თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი ნიკოლოზ სეფიაშვილი (თემა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო და ფულადი ნიშნების ემისია); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ჯავახიშვილი (თემა: საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საკითხი სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმების მიხედვით); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების მაგისტრანტი კონსტანტინე გოგიბერიძე (თემა: საქართველოს პირველი რესპუბლიკის განათლების რეფორმა). პროექტის მიზანი იყო 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების კვლევა, გააზრება და დასკვნების გამოტანა იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში კვლევის სფეროდ აქციონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევარისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაში, რაც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფასი და საჭირო მასალა - საარქივო პირველწყარო - საკუთარ ნაშრომებში გამოიყენონ. 2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი შესრულდა. სტუდენტური კვლევითი პროექტი ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომელთაც ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ეროვნული არქივი მიმდინარე წელს გეგმავს. მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას#1/პეკინის#40, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან)
(NS)
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)