17:06 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 17:57:49, 1606 ნახვა

ეკონომიკა
თებერვალში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი, შემცირდა

თებერვალში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.5%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი, 0.7%-ით შემცირდა.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით 49.8 მილიონი ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 21.9 მლრდ ლარს გადააჭარბა.

სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 142.2 მლნ ლარით (1.5 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 92.3 მლნ ლარით (0.7 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.1 პროცენტით შემცირდა).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.8 მლრდ ლარის (0.9 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით ნაკლები).

2018 წლის თებერვლის განმავლობაში 1.0 პროცენტით ანუ 117.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 11.7 მლრდ ლარს მიაღწია.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.21 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.38 პროცენტული პუნქტით)“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
კობახიძე: რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი? წაგიყვანთ და 4.60 ლარად გაყიდინებთ 10 კვერცხს
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics