11:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 16:17:04, 1824 ნახვა

საზოგადოება
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

26 მარტს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა  სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდების გაცილება მსოფლიო ჩემპიონატებზე.

საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილის მფლობელი გოგონათა და ვაჟთა გუნდები მძლეოსნობაში, მიემგზავრებიან საფრანგეთში, მაგიდის ჩოგბურთში წარმატებული მოსწავლეები იასპარეზებენ მალტაზე, ხოლო ბადმინტონში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. აღნიშნულ სპორტის სახეობებში გამარჯვებული მოსწავლეები თბილისის, ქუთაისის, ახალციხის და ქედის საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან. სიმბოლურად გუნდებს საზეიმო ვითარებაში საქართველოს დროშები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე უკვე გაემგზავრნენ ხელბურთისა და ფუტსალის გოგონათა და ვაჟთა გუნდები, ამჯერად კი საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს სასკოლო გუნდების მეორე ნაკადი მიემგზავრება.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე, ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  შოთა მაჭავარიანმა აღნიშნა:

ვითიბი ბანკის სოციალური პასუხიმგებლობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას სწორედ სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს, ამიტომაც მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით მოზარდებისთვის ასეთი საჭირო პროექტი ხორციელდება, აღნიშნული მხარდაჭერის მიზანი პირველ რიგში სპორტში ახალგაზრდების მასიური ჩართულობაა რაც, დარწმუნებული ვართ, მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატების მომატანი გახდება.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics