|
2018-03-26 15:53:53, 1441 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა
ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები ნათელი მაგალითია ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების დიდი ინტერესისა, რომლებიც საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებობს. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს "მაშავის" საქმიანობა საქართველოში. მისი ძირითადი მიმართულებაა ისრაელის თანამედროვე გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გაზიარება ისეთ დარგებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, მაღალი ტექნოლოგიები და სხვ. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე და შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა სახელმწიფოებთან. დიმიტრი ქუმსიშვილმა ისრაელის მხარის წარმომადგენლებს გააცნო მოგების განაწილების რეფორმა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს და კერძო სექტორს განვითარების და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროგრესი, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმებმა მოიტანა, აისახა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში. მათ შორის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ავტორიტეტულ რეიტინგში, სადაც საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-9 პოზიციაზეა. ორმხრივ სავაჭრო სტატისტიკაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ პროგრესი სახეზეა, თუმცა პოტენციალი მნიშვნელოვანია. კერძოდ, 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, წინა წელთან შედარებით, 31 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტი - 28 პროცენტით. საქართველოს ისრაელში, ძირითადად, გაააქვს ხილ-ბოსტნეულის წვენები, ლუდი, ღვინო და მინარალური წყლები და თხილი და კაკალი. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ ისრაელი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები განახორციელა. ამჟამად 271 ისრაელური კომპანია მოქმედებს, რომელთა ჯამური ინვესტიციაც 124 მლნ აშშ დოლარია. ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საზღვაო ტრანსპორტი, ლოგისტიკა, მაღალი ტექნოლოგიები, მათ შორის, სტარტაპების მხარდაჭერა, ტურიზმი და სხვ. მეტიც, ოფიციალური სტატისტიკით, ისრაელი მე-7 ადგილს იკავებს საქართველოში ჩასული ვიზიტორების რაოდენობით. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 26 პროცენტი შეადგინა. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება.
(NS)
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
კობახიძე: რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი? წაგიყვანთ და 4.60 ლარად გაყიდინებთ 10 კვერცხს
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)