|
2018-03-26 15:10:31, 1546 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა
დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი შენდება. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება, საწყის ეტაპზე, მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. 26 მარტიდან 5 აპრილამდე, სამინისტროს თანამშრომლები განაცხადებს ბათუმში, აღმაშენებლის ქ.N19-ში მიიღებენ, რათა დევნილ ოჯახებს ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროისა და ხარჯის პრობლემა არ შეექმნათ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ბათუმში, განაცხადების შევსების პროცესს უშუალოდ გაეცნო. ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯი2 ბილდინგი“ აწარმოებს. დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 9 მილიონი ლარი გამოიყო. მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
(NS)
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)