11:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 14:17:39, 2297 ნახვა

საზოგადოება
შუქრუთის მაღაროდან გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს.

სამაშველო ოპერაცია თითქმის 6 საათი გაგრძელდა.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მაღაროში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში ჭერის ნაწილი გამთენიისას ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მუშა, ზაზა აბრამიშვილი ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა და ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა.

„მიღებული ტრავმების შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცის მაღაროდან გამოყვანის სამაშველო სამუშაოები დილიდან  მიმდინარეობდა, სადაც ჩართულები იყვნენ ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics