2018-03-25 10:28:39, 1864 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში, სუპერმარკეტ Super U-ში 3 ბომბი იპოვეს
საფრანგეთის ქალაქ ტრებესში, სუპერმარკეტ Super U-ში 3 ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, იარაღი და სანადირო დანა იპოვეს.
Time-ს ცნობით, თავდამსხმელის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს წერილი, რომელშიც 26 წლის თავდამსხმელი ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთგულების ფიცს დებს.
ტერორისტის 25 წლის მაროკოელი რიდუენ ლაკადემის ლიკვიდაცია პოლიციამ შემთხვევის ადგილზე შეძლო.
შეგხსენებთ, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ მაღაზიაში მძევლები აიყვანა. სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ადამიანი იმყოფება მაღაზიაში. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი "ისლამური სახელმწიფოს" მიმდევარია.
ავტორი: ,