|
2018-03-25 10:08:47, 1576 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურ აქციას - „დედამიწის საათი" შეუერთდა
საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდამჭერ საერთაშორისო აქციას შეუერთდა. ყოველწლიური გლობალური აქციის – „დედამიწის საათი 2018" ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეში 20:30 საათზე ელექტროენერგია ერთი საათით გამოირთო. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აღნიშულ კამპანიაში გასულ წლებშიც მონაწილეობდა. სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლური ღონისძიება პირველად 2007 წელს სიდნეიში ჩატარდა. ყოველწლიური აქცია „დედამიწის საათი" კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში ცნობიერების ასამაღლებლად ტარდება. აქციის ფარგლებში, მსოფლიოს ქვეყნებში ერთი საათის განმავლობაში ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება გამოირთვება.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)