|
2018-03-23 20:56:30, 1771 ნახვა
კომენტარი
შოთაძე: ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტიანად
ტარდება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება- ამის შესახებ, საქართველოს მტავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. მისი თქმით, გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტიანად. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება. ტარდება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და რა თქმა უნდა გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტიანად, რომ რაც შეიძლება მალე გაირკვეს შესაბამისად, ის პირები რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. თუ ეს პიროვნებები იქნებიან უცხოეთში. არსებობს შესაბამისი პროცედურები რათა მოხდეს მისი დაკავება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. მას შემდეგ რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დასრულდება ექსპერტიზა, მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება საერთაშორისო ექპერტიზის საჭიროების შესახებ“,- განაცხადა შოთაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ოთხოზორიას მკვლელი წითელი წირკულარით იძებნება. „კონკრეტული პიროვნება რომელმაც მოკლა ოთხოზორია, დადგენილია. ეს პიროვნება მსჯავრდებულია დღესდღეობით და იგი წითელი ცირკულარით იძებნება ინტერპოლის არხებით. შესაბამისად, ის როგორც კი მოხვდება ნებისმიერ ქვეყანაში. ეს ქვეყანა ვალდებულია მოახდინოს მისი დაკავება“,-აღნიშნა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)