10:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 17:09:09, 1833 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტმა საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრებად ბესიკ ლილუაშვილი და ზაზა შათირაშვილი აირჩია

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ბესიკ ლილუაშვილი და ზაზა შათირაშვილი აირჩია.

ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

მის კანდიდატურას მხარი 101 -მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 5-მა მისცა.

ზაზა შათირიშვილი საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა  და ის 103 ხმით 8-ის წინააღმდეგ აირჩიეს.

უმრავლესობამ ასევე წარადგინა ია მამალაძისა და  მალხაზ ასლამაზაშვილის კანდიდატურები, თუმცა მათ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს.ასევე, 11 ხმით  40-ის  წინააღმდეგ

უარყოფილი იქნა საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის  წევრთა არანაკლებ ¼-ის მიერ  წარდგენილი ნინია კაკაბაძის  კანდიდატურა.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატები არ ყოფილან პარლამენტის წინაშე წარმოდგენილი, რაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ გააპროტესტეს. მათი თქმით, პარლამენტმა უნდა იცოდეს, ვის ირჩევს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოქმედი რეგლამენტი არ ითვალისწინებს ამ შემთხვევაში განხილვის პროცედურაში კანდიდატების მონაწილეობას. კობახიძის შეფასებით, რეგლამენტში ამ კუთხით ხარვეზია, რაც უნდა გამოსწორდეს:

„მიმდინარეობს ამჟამად მუშაობა რეგლამენტის პროექტზე და ვფიქრობ, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, ყველა კანდიდატი უნდა იყოს ფიზიკურად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, როცა კენჭი ეყრება კანდიდატურას, ასევე უნდა შეგვეძლოს განხილვა პირველი მოსმენისთვის დადგენილი წესით.

ვინაიდან წინ უძღოდა შესარჩევი კონკურსი,  არ ჩათვალა აპარატმა მიზანშეწონილად კანდიდატთა მოწვევა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბესიკ ლილუაშვილი და  ზაზა შათირიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის  18 აპრილიდან შეუდგებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics