10:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 14:58:18, 1535 ნახვა

საზოგადოება
Goût de France ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტრუმრობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ალენ დუკასის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში Goût de France მიიღო მონაწილეობა. 

ეს არის უნიკალური მსოფლიო ღონისძიება, რომელსაც წელს ქართული რესტორნებიც შეუერთდნენ.
საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ საფრანგეთში ქართული ღვინის მიმართ ინტერესსა  და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლოდ გაღრმავებაზე ისაუბრა. 

„ბორდოს რეგიონში თქვენი ქვეყნისადმი ინტერესი გაორმაგებულია. საფრანგეთის საელჩოს სურვილია, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა. 

ღონისძიების Goût de France ფარგლებში, მსოფლიო შეფმზარეულები 5 კონტინენტის 150-ზე მეტ ქვეყანაში მოქალაქეებს „ფრანგულ სტილში“ მენიუს სთავაზობენ. მასში 3 000-ზე მეტი რესტორანი მონაწილეობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს, ღვინის კულტურის მიმართულებით ბევრი საერთო  აქვს. 

„საქართველოს და საფრანგეთს ბევრი საერთო გვაქვს ღვინის კულტურის მიმართულებით. განსაკუთრებით, ბოლო წლებში. 2017 წელს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება გაიცვალა საქართველოსა და საფრანგეთის ქალაქ ბორდოს შორის. ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin, ჩვენი ქვეყანა 4 თვის განმავლობაში გამოფენით „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ იყო  წარმოდგენილი“, - განაცხადა სამანიშვილმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics