|
2018-03-23 14:07:42, 1425 ნახვა
პოლიტიკა
„დაიცავით კბილებით თქვენი უწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე“ - კამათი პარლამენტში
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. საქმე ეხება კონსტიტუციის ახალ რედაქციაში სახელმწიფო ენასთან დაკავშირებულ ჩანაწერს: საქართველოს სახელწმიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზური. ადა მარშანია ითხოვს, აღნიშნული ჩანაწერი ასე შესწორდეს: საქართველოს სახელწმიფო ენა არის ქართული. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში-ქართული და აფხაზური. მარშანია მიიჩნევს, რომ მის მიერ შემოთავაზებული ჩანაწერი უფრო აკადემიურია. „არმინდა გავაჟღერო აქ, თუ რატომ არ გინდათ ამ რედაქციის გაკეთება, იცით რატომ?! იმიტომ, რომ ეს ჩემი სამშობლოა და არ მინდა ამ ჩემი განცხადებით ის დავაზიანო, ის არგუმენტი, რაც მე მოვისმინე ისეთი სირცხვილია, რომ გაჟღერებაც არ მინდა. საფუძველიც მაქვს მე უკვე თქვენ დიდი უნდობლობა გამოგიცხადოთ ამის გამო, და საერთოდ, იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყოთ ამ პარლამენტში თქვენს წინააღმდეგ. ისეთი არგუმენტი მითხრეს საპასუხოდ, თუ რატომ არ გინდათ სარედაქციო შესწორების გაკეთება. შეგნებულად არ ვაჟღერებ ამას“,-განაცხადა ადა მარშანიამ. ირაკლი კობახიძემ მას მოუწოდა, დაესახელებინა არგუმენტი, თუმცა ადა მარშანიამ უარი თქვა: „არაფერი გავქთ გასაჟღერებელი და მაგიტომ ვერ აჟღერებთ“,-განაცხადა საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ. „დაიცავით კბილებით თქვენი უწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან ადრეა მისთვის პარლამენტის თავმჯდომარეობა“,-მიმართა ადა მარშანიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)