10:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 13:13:46, 1411 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ზღვის უბნის (თემქა) მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, რამდენიმე კორპუსის დამაკავშირებელი შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაცია დღეს დასრულდება. 

პროექტის ფარგლებში, 1 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური.

ზღვის უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.  

„რაიონის მასშტაბით საგზაო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წელს ზღვის უბნის დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, უპრეცედენტოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება. მსგავსი ტიპის პროექტები სხვა მისამართებზეც გაგრძელდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

აღნიშნულ მისამართზე კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, სკოლა „თამარიონის“ მოსწავლეები, ასევე, N60 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ისარგებლებენ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics