|
2018-03-23 11:49:33, 2548 ნახვა
საზოგადოება
ქუმსიშვილი - დასკვნის თანახმად, „საძელეს“ საბაგიროზე მომხდარის მიზეზი ოპერატორის შეცდომაა
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გუდაურში, „საძელეს“ საბაგიროზე ძაბვის ვარდნა დაფიქსირდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დასკვნის თანახმად, მომხდარის მიზეზი ოპერატორის შეცდომა გახდა. „საბაგიროს გაჩერების შემდეგ, ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელგენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცვლიდნენ საბაგიროს. სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. დასკვნის თანახმად, უსაფრთხოების წესები იყო სრულად დაცული, თუმცა ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, „ბიურო ვერიტასის“ დასკვნა, გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მოკვლევას აგრძელებს. „შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით, შსს დააყენებს იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს. ჩვენი მხრივ ოპერატორი ჩამოშორებულია ამ საქმიანობას“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. შეგახსენებთ, 16 მარტს, გუდაურში „საძელეს“ საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)