|
2018-03-22 15:10:44, 1989 ნახვა
ეკონომიკა
ბელარუსის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა. ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა. ბელარუსის პრეზიდენტთან ერთად თბილისში ქვეყნის სამთავრობო დელეგაციაც იმყოფება. ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართეს მნიშვნელოვანი შეხვედრები ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა, სადაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, მიხაელ რუსისთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა იმ პოტენციალზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს ვაჭრობის, ერთობლივი საწარმოების დაფუძნებისა თუ სხვა ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ბელარუსის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმიც გაიმართა, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა და მიხაელ რუსიმ გახსნეს. როგორც ფორუმზე აღინიშნა, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და პარტნიორული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)