2018-03-22 12:16:27, 2091 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის შესაძლო გადადგომას უარყოფს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერგეი ლავროვის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მცდარი უწოდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
სიმართლე რომ გითხრათ ეს შემოგდებულ დეზინფორმაციას ჰგავს. მგონია, რომ ეს პუბლიკაცია - რაღაც "ფეიკის" მაგვარია. შეიძლება ეს არა მიზანმიმართულად მოხდა. თუმცა ვინ იცის", - დასძინა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ RTVI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ახალი მთავრობის შემადგენლობაში არ შევა და პოსტს დატოვებს.
ავტორი: ,