21:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 21:53:02, 1612 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: არასდროს ვიტყვით უარს აფხაზებთან და ოსებთან საუბარზე - მოგვცენ შესაძლებლობა და ნუ გვივლებენ მავთულხლართებს

„ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს აფხაზებთან და ოსებთან საუბარზე. მოგვცენ შესაძლებლობა და ნუ გვივლებენ მავთულხლართებს“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ კითხვას - რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მათთან ურთიერთობა არასდროს არ უნდა გაწყდეს.

„ამის თაობაზე, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორც აფხაზებს, ასევე ოსებს, ეს ყოველთვის ფიქსირდება ჩვენს მიერ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ უნდა ვესაუბროთ იმ დონეზე, რომელიც შეეხება ჩვენ შორის ხიდების აღდგენას, ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც კიდევ უფრო დაახლოვებს საზოგადოებებს. უფრო მეტი პროექტები უნდა არსებობდეს და იმიტომ არ არსებობს, რომ იქ დგანან ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რატომ ავლებენ ამ მავთულხლართებს? მართლა სამხედრო თვალსაზრისით ავლებენ, თუ მართლა რაიმე მოგონილ საზღვარს იცავენ? რატომაა სულ უფრო ნაკლები გადასასვლელი პუნქტი აფხაზეთთან მიმართებაში? რატომ ბოლოს და ბოლოს, რა მიზეზით არ ფასობს ქართველის სიცოცხლე იქ და შეგიძლია სიცოცხლეს გამოსალმო ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს რომელი ეროვნების არის. იმიტომ, რომ ტენდენცია დაახლოებისკენ არსებობს და მავთულხლართი იმიტომ კი არ არის იქ გავლებული, რომ ქართული ტანკის ეშინიათ, იმიტომ, რომ ცხინვალიდან თბილისში წამომსვლელის ეშინიათ და ეშინიათ იქ მდგარ რუსებს იმიტომ, რომ ეს ემოცია აღდგენადია. ეს არის მთავარი პრობლემა. მავთულხლართების გავლების პროცესში შენ მე არ უნდა მითხრა რომ შენი საქმეა, კი ბატონო ელაპარაკე შენს თანამოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ასეთ საუბარს, რომლებიც საზოგადოებას დაახლოვებს, ჰყავს რეალური გამთიშველი მხარე. ასე რომ არასდროს არ უნდა გაწყდეს ურთიერთობა როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან. ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს აფხაზებთან და ოსებთან საუბარზე. მოგვცენ შესაძლებლობა და ნუ გვივლებენ მავთულხლართებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics