08:21 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 21:33:46, 1716 ნახვა

საზოგადოება
შენობაში აკუსტიკური ხმაურის გადამეტების შემთხვევებს, 1 ივლისიდან თვითმმართველობის ორგანოები გააკონტროლებენ

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა.

კანონპროექტის ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი არიან.

გასული წლის 30 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომელსაც დაემატა ახალი 771 და 772 მუხლები და დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრა.

მომხსენებლის, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით,  2017 1 სექტემბრიდან კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქციას ასრულებდნენ შსს ორგანოები, 2018 წლის 1 აპრილიდან ეს პასუხისმგებლობა უნდა გადასცემოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ვერ მოასწრეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელება, რათა შსს დან გადმოებარებინათ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა დაკისრებული ფუნქციის გადაბარების ვადად 2018 წლის 1 აპრილიდან სამი თვით, 1 ივლისამდე გაზრდას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics