|
2018-03-21 17:57:48, 1327 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების, პირობით ვადამდე გათავისუფლებულებისა და პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაცია/რესოციალიზაციისათვის პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელება. უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სხვა მსგავსი ღონისძიებები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მემორანდუმი უწყებებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ_ერთ მთავარ პრიორიტეტს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების მიღება, რაც მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდეგ სამუშაოს მოძიებაში დაეხმარება. ეს შემდგომში უკვე განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკსაც შეამცირებს,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილ მსჯავრდებულთა, ბრალდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. „მოკლევადიანი პროფესიული კურსები შემუშავებულია იმ მიზნით, რომ დაეხმაროს ამ პირებს რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროცესში. ამ კუთხით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაახლოებით ოთხწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს, რომლის ფარგლებშიც გადამზადებულია დაახლოებით 2 500-ზე მეტი პირი. ვფიქრობთ, რომ მემორანდუმის ფარგლებში კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ იმ სერვისებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებს განათლების სფეროდან მიეწოდება,“ - აღნიშნა ქეთევან ნატრიაშვილმა. უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი დღეიდან შევა ძალაში და ხუთი წლის ვადით იმოქმედებს.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)