08:21 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 15:13:10, 1578 ნახვა

საზოგადოება
„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუხათწყაროს გზაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მუხათწყაროს გზაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხეები ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას უშლის ხელს, რაც შეიძლება, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

„სოფელ მუხათწყაროს გზაზე, 220 კვ. ეგხ-ის „კოდა 1,2“-ის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს სპეციალურ ჭრებს.

სამუშაოები ხორციელდება მთავრობის №366-ე დადგენილების საფუძველზე ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად. ხეები ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. სპეციალური ჭრები უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, თბილისის მერიის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიებზე, აღნიშნული უწყებების ნებართვების საფუძველზე.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიამ“ სამუშაოების განხორციელების პროცესში თვითნებურად მოჭრა ხეები იმ ტერიტორიაზე, რომელიც შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაფარვის ზონაში, სადაც ხე-მცენარეების ჭრა უნდა განხორციელებულიყო მოგვიანებით, ნებართვის მიღების შემდეგ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამრღვევის მიმართ შესაბამისი ზედამხედველი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება სათანადო პროცედურები. ამჟამად, სპეციალური ჭრები მიმდინარეობს თბილისის მერიის დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა.

სპეციალური ჭრები ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ხე-მცენარე ზრდის კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ხე-მცენარესა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის ფიქსირდება კრიტიკული ზღვარი, ხორციელდება კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ჭრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics