21:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 14:33:40, 1500 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლას ითხოვს.

როგორც პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პრემიერმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით კითხვებს უნდა უპასუხონ.

„მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს მიზანი იყო რომ რუსეთს აეღო ძალის არ გამოყენების ვალდებულება. იმ ნაბიჯით, რომელიც გვახარა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სამწუხაროდ ასეთი ვალდებულების აღება არ ხდება. მაშინ ისმის კითხვა - რა ხეირი საქართველოს აქედან?! რა თქმა უნდა აუცილებელია საგარეო საქმეთა მინისტრის მოსვლა პარლამენტში.  ჩვენ დიდი ხანია ის დაბარებული გვყავს. იგი არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს. ასევე აუცილებელია ნებისმიერ სამუშაო ფორმატში პრემიერ მინისტრის მოსვლა რადგან ჟენევის ფორმატში ცვლილებების ინიციატივა ეკუთვნის პრემიერ მინისტრს და ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ჩემი აზრით, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მას დღეს არ გააჩნია, მოვიდეს და გასცეს კითხვებზე პასუხი და გაიმართოს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ნებისმიერი ცვლილება ჟენევის მოლაპარაკებების და დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა კანდელაკმა.

ამასთან, კანდელაკი რეზოლუციაში "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შეტანასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის თანხმობას მიესალმება და აცხადებს, რომ ამ საკითხზე ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

„მისასალმებელია რა თქმა უნდა რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის დამტკიცებას. ეს არის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი. იმედი მაქვს, რომ  კარგად ჩაივლის დღევანდელი მოსმენა  და დისკუსია და მივიღებთ ამ რეზოლუციას. ამის შემდეგ აუცილებელია ერთობლივი მუშაობა და ბევრი მუშაობა იმისათვის რომ სანქციების ამ პაკეტის ინტეგრირება მოხდეს ევროპარლამენტში, შესაბამის რეზოლუციაში. იცით, რომ იგივე დიდი ბრიტანეთი აპირებს სანქციების ახალი ძალიან მწვავე პაკეტის შემოღებას რუსეთის წინააღმდეგ. აშშ-ც აპირებს ახალი პაკეტის შემოღებას და უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ჩვენ მიერ შემოღებული სანქციების პაკეტის ინტეგრირება მოხდეს ამ სანქციებში, რათა გაჩნდეს პირველად შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის წინააღმდეგ“,- აღნიშნა კანდელაკმა.

გარდა ამისა, დეპუტატი პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი თავად ოკუპაციის სამართლებრივ განზომილებას უქმნის საფრთხეს.

„დიდმა ბრიტანეთმა, ცივილიზებულმა სამყარომ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, დარწმუნებით დაადეს ხელი რუსეთის ფედერაციას. ასეთ ფონზე საქართველოს დუმილი იწვევს ჩვენი მოკავშირეების გაკვირვებას. ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია არც პრემიერ-მინისტრს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, იყო მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის „ტვიტერზე“ გაკეთებული განცხადება, რომ თურმე ჩვენ მხარს ვუჭერთ დიდ ბრიტანეთს სიმართლის დადგენის საქმეში. ეს დუმილი არის როგორც მინიმუმ გაუგებარი და ძალიან დიდი შეცდომა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეროზიის მიმანიშნებელი, რადგან ისეთი კრიტიკული დამოკიდებულება რომ რუსეთის მიმართ, როგორიც ჩამოყალიბდა დღეს არ ყოფილა ცივი ომის შემდეგ.  ასეთ ფონზე და ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის ფონზე, არჩილ ტატუნაშვილის სადისტური მკვლელობის ფონზე, როგორც მინიმუმ გაუგებარია პრემიერ მინისტრის მიმართვა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიმართ, სადაც ის მუდარის ტონში ეხვეწება ოკუპანტს რომ მოიღოს მოწყალება საქართველოზე და საუბრობს რაღაც პირდაპირ დიალოგზე აფხაზებთან და ოსებთან. დიალოგის საწინააღმდეგო ცხადია არაფერი არა გვაქვს და ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმატები, მაგრამ ის რაზეც საუბრობს პრემიერი საფრთხეს უქმნის თავად ოკუპაციის სამართლებრივ განზომილებას, რადგან როცა ვსაუბრობთ, ოკუპაციაზე, ვგულისხმობთ რომ რუსეთის ფედერაცია ოკუპანტი სახელმწიფო, ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სტრუქტურებზე და თუკი ჩვენ ამ სტრუქტურებს ლეგიტიმურად ვაღიარებთ მაშინ ე.ი ვამბობთ რომ ოკუპაციას ადგილი არ აქვს“,- განაცხადა კანდელაკმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics