15:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 12:39:33, 1399 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრი ორგანიზაციების  წარმომადგენლებს შეხვდა. 

ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს აგრარულ დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომელიც დღეისათვის არსებობს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების პროცესში და რომ მიღებული გადაწყვეტილებები მისაღები და გაზიარებული უნდა იყოს ბიზნესწრეების მიერ.  

„ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მთავრობა შეხვედრებს სისტემატურად მართავს. ბიზნესთან კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც  სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრას 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც მათთვის საინტერესო კონკრეტული მიმართულებებით არსებული ვითარებისა და გეგმების შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხები მინისტრისგან მიიღეს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics