15:48 - 28 Apr, 2026
|
2018-03-21 11:50:22, 1491 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, მიხაელ რუსს ხვდება
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, მიხაელ რუსს ხვდება. შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმართება. შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხაელ რუსი თბილისში, ქართულ-ბელარუსული კომპანიების ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილ ლიფტების საწარმოს დაათვალიერებენ. საწარმოში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება მოხდება. ვიზიტის ფარგლებში, 22 მარტს საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)