|
2018-03-21 09:13:33, 2427 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. ტატუნაშვილის სახლთან მისი მეგობრები, სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ცხედარს ექსპერტიზა დაახლოებით 7 საათის განმავლობაში უტარდებოდა. პროცესს ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო. ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ინფორმაციით, ტატუნაშვილი სასტიკად არის ნაწამები. "მძიმე წუთები იყო, როცა დედას მიეცა საშუალება ცხედარს მიახლოებოდა. პირველი რეაქცია იყო შეცხადება იმის გამო, რომ შვილის ცხედარი იყო დამახინჯებული, კერძოდ კი, თითი ჰქონდა მოჭრილი. ეს მოხდა წამების კვალზე, სანამ მას მოკლავდნენ, მას აწამებდნენ. არჩილ ტატუნაშვილი არის სასტიკად ნაწამები", - განაცხადა ლაშა ბერულავამ. ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გუშინ გადმოეცა. ერგნეთში იმყოფება ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწოორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი ამ დრომდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)