08:20 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 00:54:12, 1701 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება იმ ფაქტს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, საბოლოოდ, გადაეცა ოჯახს. გასულ კვირებში, ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში მისია ცხელი ხაზის მეშვეობით დიალოგის ხელშეწყობაში მონაწილეობდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი შესაძლებლობებისა და მანდატის გათვალისწინებით, ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.

მისია ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე მისიის ცხელი ხაზის ფარგლებში. მისია მოუწოდებს მონაწილეებს, ერგნეთში შეხვედრები განაახლონ, რომლებიც მისიისა და ეუთოს ხელშეწყობით ტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics