07:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 21:06:16, 1715 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა.

 ერგნეთში იმყოფება ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწოორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს ჯერ თბილისსი გადმოასვენებენ, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შემდეგ ყოფილი სამხედროს ცხედარი მის სახლში, წილკანში იქნება გადასვენებული. 

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი ამ დრომდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics