|
2018-03-20 17:41:48, 1729 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლოა მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. "სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ი.კ.-მ მეუღლეს გ.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 24 ივნისს ურთიერთშელაპარაკებისას, ი.კ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ხოლო 2017 წლის ივლისიდან - 2017 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით ი.კ. სისტემატურად, ხშირ შემთხვევაში სხვა პირთა თანდასწრებით გ.ა.-ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. ი.კ.-ს ქმედებით დაზარალებული ტანჯვას განიცდიდა. სამართალდამცველებმა ი.კ. 2017 წლის 23 ნოემბერს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით (სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)