|
2018-03-20 16:12:33, 1871 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ყიდულობს
საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და „ყაზმუნაიგაზს“ შორის „ყასტრანსგაზ-თბილისის“ გასხვისების შესახებ პრინციპული თანხმობა მიღწეულია - ამის შესახებ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. "ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აწარმოებდა მოლაპარაკებას ყაზახურ მხარესთან, კერძოდ, კორპორაცია „ყაზმუნაიგაზთან“, შპს „ყაზტრანგაზ-თბილისის“ საწესდებო კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილის 100% გამოსყიდვის შესახებ. გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტება, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ითვალისწინებს რა ამ საკითხის გარშემო არსებულ ფართო საჯარო ინტერესს, გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საბოლოო სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია გარიგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ყაზახური Forbes-ის ცნობით, გარიგების ღირებულება 40 მილიონი დოლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)